კომპიუტერის გამოყენების წესები და ჯანმრთელობა



გამოყენებულია შინაარსი სრულად http://www8.hp.com/us/en/hp-information/ergo/index.html; + ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია; + მადლობა gio_kib-s )
დაწყებითი კლასის ბავშვისთვის არაა მიზანშეწონილი გაკვეთილების სისტემატური მეცადინეობა კომპიუტერიდან ხდებოდეს (მინიმუმ 5-6 კლასამდე მაინც )

ახალგაზრდების სულ ცოტა 70% იყენებს კომპიუტერს. ზოგი მათგანი უკვე გარკვეულად გრძნობს ჯანმრთელობის ან მხედველობის გაუარესებას. ამის ცოტათი ასარიდებელად შეგიძლიათ გააუმჯობესოთ კომპიუტერის სამუშაო გარემო. ამისათვის არსებობს გარკვეული წესები. ქვემოთ მოყვანილი მაქვს სწორედ ეს ჯდომის+მოხმარების წესები. გახსოვდეთ, რომ ეს თანმიმდევრობები არ არის რთული და ძნელად-შესასრულებელი, არამედ ამ წესების შესრულების შემთხვევაში კარგ სარგებელს მიიღებთ.


=================================== სკამი და მაგიდა ======================================
-კარგია თუ სკამს აქვს იდაყვის დასადები (ისე რომ მაჯა და იდაყვი ნორმალურად, ჰორიზონტალურად გედოთ და მაუსს/კლავიატურას ადვილად ხმარობდეთ) და საზურგე.

*იჯექით მხრებში გამართულად! თუნდაც, წელსა და სკამს შორის პატარა ბალიშიც ჩაიდეთ.
-ფეხები უნდა გედოთ ძირს, და არა ჰაერში (სურათი).
- სკამის წვეტი ხანგრძლივად არ უნდა "ერჭობოდეს" ფეხს - სურათი.
- კომპიუტერთან ყოველი დაჯდომისას მოირგეთ სამუშაო ადგილი. თუ საჭიროა, გამოიყენეთ ბალიშები, წიგნები და ა.შ. პირველ რიგში ნახეთ:ვისთვისაა კომპიუტერი მოწყობილი - ბავშვისათვის თუ დიდისათვის? ნუ დაგენანებათ მცირე თანხა კომპიუტერის სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად, სამაგიეროდ თავიდან აიცილებთ ზედმეტ სირთულეებს.


===================================== მონიტორი ==========================================
- მონიტორის გაუმჯობესება კარგი იქნება. ცნობილია რომ ზოგიერთ LCD ტიპის მონიტორს აქვს LED ტექნოლოგიის ეკრანი, რომელიც გააცილებით ნაკლებ-რადიაციულია, ვიდრე "კუდიანი მონიტორი".
-განსაკურებით მათ, ვისაც დიდი მონიტორები (კუდიანი) აქვს, მონიტორის სიხშირე გაზარდეთ მაღალზე. Desktop-ზე მარჯვენა მაუსი “დააკლიკეთ”, მერე Properties, და ქენით როგორც სურათზეა. – ekranis sixshire
- მონიტორიდან 50სმ-ზე ახლოს არ დაჯდეთ.თუ ამ მანძილზე ცუდად ხედავთ, ახლოს კი ნუ მიუცუცქდებით, შრიფტი გაზარდეთ. თუ ძალიან ცუდი ხარისხის გამოსახულება აქვს, გააუმჯობესეთ.
- მონიტორი უნდა იყოს შენი სახის დონეზე ან უფრო დაბლა + დახრა ისე გაუკეთე, რომ ქვედა მხარე რამდენიმე სანტიმეტრით ახლოს იყოს შენთან, ვიდრე ზედა. არ უნდა გიწევდეთ მიხრა-მოხრა მონიტორის შესახედად.
- კომპიუტერმა თვალი ნაკლებად რომ დაღალოს, ოთახი სათანადოდ უნდა იყოს განათებული. ოთახის არც ჩაბნელება ვარგა და არც მეტისმეტად გაკაშკაშება. უნდა დაიცვათ ეკრანი არეკვლისა და ციმციმისაგან. (მაგალითად, არ არის სასურველი მონიტორის ფანჯარასთან დადგმა. თუ ეს გარდაუვალია, პრობლემას ფარდა-ჟალუზი გადაგიჭრით). არეკვლის მოსარიდებლად კარგი ვარიანტია, როცა მონიტორის გვერდი(მარჯვენა ან მარცხენა) 'უმიზნებს' ფანჯარას.
- დარეგულირე მონიტორის სიმკვეთრე და სიკაშკაშე (ცოტა დაუწიე), კარგია რამე მონიტორის ჩამოსაფარებელი პარკიც.
- მონიტორის ეკრანი აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს (ხელსაწმენდი ან სითხე). თუ სათვალით იმუშავებთ, ისიც სუფთა უნდა იყოს,წინააღმდეგ შემთხვევაში თვალებს მოუწევთ მეტად დაიძაბონ, რათა კარგად გაარჩიონ ფიგურები ეკრანზე.
- ძალიან დიდი მონიტორი არააო თვალებისთვის კარგი.
- თუ სინათლეს ვერ აშორებთ მონიტორს, მაშინ გაუკეთეთ ასეთი რაფასავით - იხ.სურათი .
- როცა გინდათ რომ მონიტორი გათიშოთ(ოღონდ კომპიუტერი არ გაითიშოს), შეგიძლიათ ეს ფაილი გახსნათ ერთხელ და მონიტორი ჩაქრება, ხოლო მაუსის გამოძრავებაზე კი ისევ ჩაირთვება მონიტორი (პ.ს. თუ რამეა, შეგიძლიათ, დიდი არაფერი დაშავდება ალბათ თუკი პირდაპირ "კნოპკით" გათიშავთ მონიტორს, და როცა მოგინდებათ მერე ისევ ჩართავთ).

===================================== თვალები ============================================
უსაფრთხოების წესების დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კარგი მხედველობის შენარჩუნებისათვის.
ექიმი-ოფთალმოლოგები რეკომენდაციას უწევენ მონიტორთან უწყვეტ მუშაობას არაუმეტეს 45 წუთისა, შემდგომი 15-წთ-იანი შესვენებით, თორემ დროდადრო ტვინი ზარმაცდება მთელს სხეულთან ერთად . მაგარამ ამ წესს ბევრი როდი იცავს. პერიოდულად დაასვენეთ თვალები, შეეცადეთ ხშირად დაახამხამოთ მათი გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით.
* (აგერ შემახსენებელი პროგრამაცაა + monitor snow relax)

დაახლოებით თითო-თითო წუთის განმავლობაში შეასრულეთ ასეთი ვარჯიში:
1) დროს აბრუნეთ თვალები მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, საათის ისრის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ.
2) დადექი ფანჯარასთან და ჯერ ფანჯრის მინას შეხედე, მერე სივრცეს გარეთ, მერე ისევ მინას. შემდეგ დახუჭეთ თვალები და დაისვენეთ; ისევ გაიმეორეთ ვარჯიში და მერე გააგრძელეთ მუშაობა.

- დროდადრო დახუჭეთ თვალები, ეს კუნთებს – დასვენების, ლორწოვანს კი დატენიანების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში ოფისებში ჰაერის გათბობა ხელს უწყობს თვალების სიმშრალეს(მონიტორის ხანგრძლივი ცქერა დახამხამების გარეშე) და ვითარდება შემდეგი სიმპტომები: თვალების წვა, ფხაჭნა, უცხო სხეულის შეგრძნება. მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ ლინზების მომხმარებელ ადამიანებს. თვალის ბუნებრივი პროფელაქტიკური, დამანოტიოებელი წვეთების გამოყენება თავიდან აგვაცილებს ამ პრობლემებს; ხშირად ამოძრავეთ თქვენი პოზა - ხელები, ფეხები, მხრები. მთელი დღის განმავლობაში.
- ეკრანს არასდროს უყუროთ დაწოლილი, რადგან თვალები მეტად ზიანდება დაწოლილი ყურებისას.
- ოთახში უნდა იყოს სინათლე, არავითარ შემთხვევაში არ იმუშაოთ სიბნელეში. (აგერ არის ღამით მონიტორის გამუქების პროგრამა)
- კარგია რამე ლაზერული პრინტერის ქონა, ხშირად ამობეჭდავთ ტექსტებს და ისე იკითხავთ.
- ტექსტზე მუშაობისას(ხანგრძლივი კითხვა/წერისას) ჯობია გაზარდოთ ასოების სიმკვეთრე.


===================================== კომპიუტერის სათვალეები ====================================
კომპიუტერულ სათვალეებს დანიშნულება აქვს - დაიცვას თვალი კომპიუტერის ეკრანის მავნე ზეგავლენისაგან. მონიტორის ციმციმს ემატება დღის შუქის განათების ციმციმი. გამოდის, რომ ჩვენ ვიღებთ შუქს ბიძგებად, რისი შედეგიცაა მხედველობის პრობლემები. მან, ვინც დღე-ღამე ზის კომპიტერის ეკრანთან, უნდა შეიძინოს მწვანე ფილტიანი კომპიუტერული სათვალე. ასევე შეიძლება შეიძინოთ კომპიუტერის სათვალეები ნებინებისმიერი დიოპტრის მქონე მინებით ან უბრალო მინით. თუკი თქვენ თვალები არ გეღლებათ მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ - ეს ნიშნავს, რომ სათვალეები სწორად არის შერჩეული. ასევე, მისი შეძენის დროს წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ გამყიდველს სათვალის მოდელის შეცვლის შესაძლებლობის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუკი ის თქვენ არ გამოგადგათ.
სათვალეების/ლინზების დაზომება/ყიდვა შეიძლება პოლიკლინიკებში ან სათვალეების მაღაზიებში. ჩარჩოიანად დაგიჯდებათ 40 ლ., თქვენი ზომა ჩარჩო უკვე თუ გაქვთ- 30ლ. (ზომად ითვლება გუგებს შორის მანძილი, მაგალითად 65მმ). ოღონდ კარგად შეამოწმებინეთ, ნაღდად კომპიუტერისგან დამცავი (ანტი-რეფლექტური) ლინზებია თუ არა.
(სხვა დანიშნულების სათვალეები - http://www.medportal.ge/pg2.php?Id=2619&act=newsarch&catId=49&act2=full )


======================================= სხვადასხვა ===========================================
- ტექსტის კრეფის დროს, წასაკითხი ფურცლები უნდა მოვათავსოთ ისე, რომ თავიდან ავიცილოთ თავის, კისრისა და თვალების ხშირი მოძრაობა;
- ჯობია კლავიატურა და მაუსი გვერდი-გვერდზე იდოს.
- მაუსის მოძრაობის სიჩქარის გაზრდა შეგიძლიათ - "Control Panel> Mouse> Pointer Options" (ხანდახან მაუსი მარცხენა ხელშიც გადაიტანეთო.)
- თუ ნოუთბუქი გაქვთ, ნამდვილად საჭიროა პატარა მინი-მაუსი იყიდოთ. - როცა «ლეპტოპი» ჩართულია, ყოველთვის დააკვირდით - არასოდეს არ უდნა დაეხშოს საჰაეროები! ამიტომ არც ჩართული ჩადოთ ჩანთაში. - არ გამოიყენოთ ნოუთბუქი სისველეში, არამედ დასველების შემთხვევაში ეგრევე გამოაძვრეთ «ბატარეაც».


============================ ჩვევები ============================
- კვლევებმა აჩვენეს, რომ გარკვეული ავადმყოფობის დროს, კომპიუტერთან ჯდომა უფრო მეტად მოქმედებს ადამიანზე.
- ოთახში უნდა ნიავდებოდეს ჰაერი.
- განათება, კომპიუტერის მოწყობა და ა.შ. სრულიად გადამწყვეტი არ არის, არამედ საჭიროა მუშაობისას თქვენი ჩვევები. ზოგიერთ კვლევაში ნათქვამი იყო, რომ როცა ადამიანი გადაბმულად მუშაობს, შედეგი მაინც არ არის იმაზე მეტი, ვიდრე შესვენებების გაკეთების შემთხვევაში. ანუ შედეგიანობა არ კლებულობს როცა შესვენებებით მუშაობთ კომპიუტერთან.
-ჯობია მოკლე შესვენებები აკეთოთ ხშირ-ხშირად, ვიდრე იშვიათად გააკეთოთ დიდხნიანი შესვენებები.
-სამუშაო ისე გადაანაწილეთ, რომ ხშირ-ხშირად გიხდებოდეთ კომპიუტერიდან ადგომა და ისევ დაბრუნება. ადგომისას აკეთეთ სავარჯიშოები.დროდადრო კარგია წყლის დალევა (და არა ლიმონათის ან სხვა შემცვლელის)
-გარკვეული დღეების და პერიოედების მერე, გადახედეთ, როგორ იცვლება თქვენი მდგომარეობა. თქვენ უნდა დაადგინოთ თქვენი პირადი ზღვარი - როგორი დატვირთვით უნდა იმუშავოთ.

-კომპიუტერთან მუშაობის დროს მხედველობასთან დაკავშირებული ჩივილების არსებობისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს .


ეს არის ზოგადად ინსტრუქციები.თუ რამე არასწორად არის წარმოდგენილი მოყვანილ სტატიაში, შემატყობინეთ. ამა თუ იმ შემთხვევაში, თვითონ მიხვდით თუ რა უმჯობესი იქნება. როცა რამე გტკივდებათ, ესეგი არასწორად ზიხართ.


საერთოდ, თავისუფალი დრო როცა გაქვთ, ჯობია რამე კარგში დახარჯოთ, ვიდრე ტყუილად კომპიუტ იჯდეთ.. ტვინი ზარმაცდება და ადამიანი დებილდება,,,,,,,
ნუ მიეჯაჭვებით.