ზოგიერთი ინსტრუქცია
ზოგჯერ ადამიანებმა იციან, რომ გადასაგდებ რამეს კი არ გადააგდებენ, არამედ სხვას "მისცემენ", აქაოდა, აი კარგი რამე გავაკეთეო და სხვას ვაჩუქეო.
გასულ წლებში ბევრი რამ მისწავლია კომპიუტერის და პროგრამების შესახებ, მარა რაც ვისწავლე, იმათ (თითქმის ყველაფერს) აქ არც დავწერ და არც სხვას არავის დავუწყებ სწავლას. იმიტომ რომ, სიმართლე რომ თქვას კაცმა, ის ათასგვარი რამ, რაც ვისწავლე - თითქმის ყველაფერი უაზრობაა. მაგალითად როგორ შეუცვალო ფერი იუზერს, როგორ შეუცვალო ღილაკს სახელი, Start მენიუ როგორ გაალამაზო და ა.შ - ესენი არის ტყუილი დროის ხარჯვა და უაზრო გართობა.
უმეცრების გამო, და კიდევ იმის გამო, რომ მაშინ ცხოვრებაში სხვა საქმე არ მქონდა, და არც ჭკუა მქონდა რომ რამე აზრიანი მეკეთებინა, დიდ დროს ტყუილუბრალოდ და უაზროდ ვხარჯავდი კომპიუტერთან, წვრილმანი რაღაცეების შესასწავლად და ინტერნეტში ვხეტიალობდი, რაც საბოლოო ჯამში გამოუსადეგარი აღმოჩნდა (მხოლოდ ისინი გამომადგა, რისი გამოყენებაც ცხოვრებაში აუცილებელ საქმიანობას უკავშირდება. ისიც ცოტა რამ..) და მთელი ის ძვირფასი, ახალგაზრდობის წლები ტყუილად დაკარგული დროა ჩემთვის.
ხოდა რაც უაზრობაა, სხვას რატომღა ვასწავლო?
მასეთი უაზრო ინსტრუქციების დაწერა რომ დავიწყო, გამომივა რომ "დებილურ საზოგადოებრივ" საქმეს ვაკეთებ, რადგან ის "ნაგავი", რაც მე არ მჭირდება, სხვას უნდა ჩავუყარო და სხვა დავაინტერესო ამით? ნუ, ზოგიერთს კი აქვს ხოლმე დიდი სურვილი, შეისწავლოს უამრავი ჭღრპღრ-ები, მარა ეს იმის პრობლემაა. პირიქით, რაც არ მჭირდება, საერთოდ ვივიწყებ, და არც კი მენანება. მხოლოდ დახარჯული დრო მენანება.
არც ჩემს თავს და არც სხვას ვუსურვებ ამ უძირო ინტერნეტ-სივრცეში დღედაღამ ჩხრეკიალობას. პირიქით, ჩემს თავსაც უნდა ვუშველო, რომ ამ მორევში ჩათრეული არ ვიყო.
ამ საიტზე კი ვცდილობ დავდო ზოგიერთი აუცილებელი რამ, რაც ცხოვრებაში ზოგჯერ გვესაჭიროება,გამოგვადგება, რომ გაგვიადვილოს საქმე და ნაკლები დრო დავხარჯოთ საყოფაცხოვრებო სამუშაოებზე. საჭირო დანიშნულებით თუ იყენებს კაცი, კომპიუტერი ძალიან გამოსადეგია ამ შემთხვევაში..
ისე კი, მე პირადად, დროის გასვლასთან ერთად უკანმოუხედავად ვემშვიდობები სისულელეებს, საბოლოოდ ხვდება კაცი,რომ დიდი არც არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება ინტ-სამყაროში - მხოლოდ რაღაცნაირი გართობაა.
__როგორ ეძებოთ Google.com -ით კარგად.
*ა) რამე ინფორმაციის პოვნა თუ გინდათ, უნდა ჩაწეროთ, მაგალითად:
windows desktop search error problem ან
nokia camera not ready ან ნებისმიერი სხვა რამე პრობლემა და გიპოვნის შესაბამის ინფორმაციას.
ან *ბ) თუ განსაზღვრული წინადადების ან რამის ამის პოვნა გინდათ ზუსტი სიტყვების მიხედვით, ჩაწერეთ საძიებელი ფრაზა "ბრჭყალებში".
ან *გ) ძებნა რომელიმე კონკრეტულ საიტზე:
site:acmeacmeacme.com და საძიებელი სიტყვა
თუ google-ში ძებნისას შედეგები გიჩვენათ, მაგრამ რომელიმე საიტზე შესვლისას სულ სხვა შედეგს ნახულობთ, მაშინ შეგიძლიათ დააჭიროთ Cached-ს და ნახოთ ნამდვილი შედეგი მაგ საიტიდან - იხ.სურათი.
გადმოწერისათვის:
ან *ა) ჩაწერილ სიტყვას მიუმატეთ "ფაილის-ტიპი" მაგალითად:
filetype:pdf
ან *ბ) ჩაწერეთ-
intitle:"index of" და საძიებელი სიტყვა
ან *გ) ჩაწერილ სიტყვას მიუწერეთ
free download, მერე მაინც დააკვირდით, ფასიანია თუ არა
ან *დ) უფასო პროგრამები შეგიძიათ მონახოთ ასევე საიტზე:
sourceforge.net
ან *ვ) ე.წ. "ღია" (თავისუფალი ლიცენზიის)
სურათების ძებნა
საერთოდ google-ს ძალიან ბევრი სერვისები აქვს (მაგალითად შეიძლება გამოგადგეთ google drive, office და სხვა...)
44) Google MAP რუკაზე ადგილის მონიშვნა და სხვისთვის გაგზავნა -
ნახეთ ეს;
1) შედიხარ საიტზე:
maps.google.com და ჩაწერე
თბილისი
2) მონახე სასურველი ადგილი, და დააწკაპუნე მარჯვენა მაუსს და აირჩიე “
Directions to here”.
3) შემდეგ დააჭირე:
“ხრახნს”-> Share&Embed ->მონიშნე
Short URL და მიიღებ მისამართს.
43)ვისაც უნდა (skype_ს გარეშე) სხვა ადამიანებს ელაპარაკოს (AUDIO+VIDEO) , არსებობს
ONLINE CONFERENCE საიტები ;
41)კომპიუტერის მუშაობის გაუმჯობესების(ასწრაფების)
ინსტრუქცია ;
იმისათვის რომ Windows-მა უფრო სწრაფად იმუშაოს(თან ისე რომ არაფერი დაშავდება), შეგიძლიათ ესე გააკეთოთ:
1) დააჭირეთ მარჯვენა კლიკი
My Computer> მერე Advanced System Settings > მერე Performance-შ ქვეშ Settings და აირჩიეთ როგორც
ამ სურათზეა.
2) შედით My Computer> მარჯვენა კლიკი C-ზე > Properties > Tools > Error checking , მერე მონიშნეთ ეგენი და Start. (ზოგჯერ ამბობენ Defragment-ის გაკეთებაც კარგიაო).
3) შედით Start> ჩაწერეთ msconfig (და დააჭირეთ Enter). მერე Services განყოფილების ძირში მონიშნეთ Hide All Microsoft Services, და (გარდა აუცილებელი დრაივერებისა) მოუხსენით მონიშვნა არასაჭირო დამატებით პროგრამებს.
4) Antivirus/AntiMalware პროგრამით (mag:
https://www.malwarebytes.org/) ერთხელ მაინც შეამოწმეთ კომპიუტერი ვირუსებზე და გაწმინდეთ. მერე ისევ წაშალეთ ეს პროგრამა.
40) ვისაც კომპიუტერულ საკითხებში სხვისი დახმარება ჭირდება -
წაიკითხოს ეს.
38) WiFi ინტერნეტის მიწოდება LAPTOP-დან სხვებისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელიმე პროგრამა, და მათი მეშვეობით WiFi Router-ად აქციოთ საკუთარი laptop, ანუ სხვებს შეეძლოთ თქვენი ლაპტოპის მეშვეობით ინტერნეტში შევიდნენ (ოღონდ უნდა გქონდეთ მინიმუმ Windows 7, და კომპიუტერში ჩართეთ WiFi):
Virtual Hotspot
1 ან
2 ან
სია )
დაყენებამდე ნახეთ
ინსტრუქციაც;
37)
ეკრანისთვის სურათის გადაღება და სხვისთვის გაგზავნა(სწრაფი მეთოდი). დააჭირე კლავიატურაზე
Prnt Screen, მერე გახსენი საიტი
OnPaste.com და დააჭირე Ctrl+V. სურათი გამოჩნდება! შეგიძლიათ იქვე ამოჭრათ, "დააშეაროთ" და ლინკი გაუგზანოთ სხვას... (გირჩევთ, ეგ საიტი დაამატოთ BOOKMARKS BAR-ში)
(ანდა შეგიძლიათ PAINT-შიც გადაიტანოთ გადაღებული სურათი: დააჭირე Start>Run და ჩაწერე mspaint და "Enter", და თეთრ ადგილზე დააწკაპუნე და დააჭირე Ctrl+V)
პ.ს. საერთოდაც მე გირჩევდით გამოიყენოთ drive.google.com. ეგ იმიტომ არის კარგი, რომ იქ გახსნით online დოკუმენტს, რომელშიც გადაიტანთ სურათსაც და ტექსტსაც, და მომავალში ცვლილების შეტანაც შეგეძლებათ, ისე რომ სხვას რომ ლინკი გაუგზავნეთ,იმის შეცვლა აღარ მოგიწევთ!(არამედ იქვე მოხდება ცვლილების განახლება...)
36)თუ გინდათ რომ გამჭირვალე გახადოთ გახსნილი ფანჯრები,
ნახეთ ეს.
გამოწერეთ პროგრამა
Glass2k, და მონიშნეთ Auto-Load. დანარჩენს ადვილად მიხვდებით - მთავარია ფანჯარის ზედა ხაზში მარჯვენა მაუსს დააჭიროთ და აირჩევთ ფანჯარა გამჭირვალე იყოს თუ არა.
34)სამომავლოდ, თუ კომპიუტერს დაემართება რომელიმე ERROR, BOOTMGR is missing,
ნახეთ ეს.
1) "BOOTMGR is missing" თუ დაეწერა და არ ჩაირთო, გადმოწერეთ
ეს ფაილი და თქვენს C დისკზე ჩააგდეთ (LiveCD-ის მეშვეობით ან სხვა მეთოდით).
32) LAPTOP-ისთვის
საჭირო რამეები.
--- ხმის ამწევი პროგრამა: 1)
instruction ან 2)
(30დღიანი) ან 3)
(14დღიანი)
--- ბატარიაზე ყოფნისას გახანგრძლივება: როდესაც ბატარიაზეა ლეპტოპი ჩართული და გინდათ რომ ცოტა მეტი ხანი არ გაითიშოს, გახსენით Task Manager (მარჯვენა მაუსის დაჭერა Taskbar ზოლში> Task Manager) შემდეგ PROCESSES განყოფილებაში (Show All Processes "checkbox") გათიშეთ SearchIndexer, ხოლო SERVICES განყოფილებაში კი SuperFetch და ReadyBoost [::these processes are using the hard disk a lot and increase total power consumption, thus decreasing battery lifetime. Suspending these services has absolutely no negative impact on the performance or security of the system.]
31) ეს ალბათ ყველას ესაჭიროება:
ნახეთ სურათი.
1) როცა რამოდენიმე ფანჯარა გაქვთ გახსნილი, TASKBAR-ში გროვა-გროვა არის ხოლმე ჩაკეცილი, რაც ძალიან მოუხერხებელია -
.
იმისათვის რომ იყოს ყველა ფანჯარა ცალ-ცალკე ჩაკეცილი :
დააჭირეთ Taskbar-ზე მარჯვენა მაუსი > Properties > და მოხსენით მონიშნვნა "Group similar buttons..."
2) Taskbar-ზე დააჭირეთ მაუსის მარჯვენა, მერე აირჩიეთ Properties>Notification area> Check "show all notifications and icons".
3) თუ გინდათ ოდნავ აასწრაფოთ ფოლდერების+ფანჯრების გახსნა, მაშინ შედით
Control Panel>Performance ... > Visual Effects> და მონიშნეთ მხოლოდ ესენი:
-"Show window contents while gradding";
-"Use visual styles on Windows and buttons" ;
-"Show thumbnails instead of icons";
32) თუ გინდათ, რომ თქვენი კომპიუტერის ჩართვა
სხვას არ შეეძლოს პაროლის გარეშე .
-კომპიტერის ჩართვისას BIOS-ში უნდა დაუყენდეს "Power on Password". ამავდროულად, კარგია თუ დააყენებთ Account-ის პაროლსაც (control panel>User Accounts>..>password). შემდეგ desktop-ზე მაუსის მარჯვენათი აირჩიეთ Properties>Screensaver (დააყენეთ 1-10 წუთზე) და მონიშნეთ "On resume display welcome screen". შემდეგ დააჭირეთ Power>Advanced და მონიშეთ "Prompt for password...".
29) -
Skype-ს საჭირო ფუნქციები.
- როცა ვინმესთან "ჩეთის" ფანჯარა გაქვთ გახსნილი, ზემოთა მხარეს დააჭირეთ
CALL > SHare screens და ის ადამიანმა თქვენს ეკრანს დაინახავს (დაახლოებით Teamviewer-ისავითაა, ოღონდ ამ შემთხვევაში, ის ადამიანი მხოლოდამხოლოდ თქვენ ეკრანს ხედავს და არაფრის გამოძრავება-შეცვლა არ შეუძლია,მხოლოდ ეკრანს ხედავს)
- თუ გინდათ რომ SKYPE-ს ღილაკი ქვემოთა TASKBAR-ში არ იყოს ჩაკეცილი მუდამ, არამედ იყოს ჩაკეცილი საათის გვერდზე, მაშინ შედით მენიუში:
Tools>Options>General და მოხსენით "Keep SKYPE in taskbar"..
- თუ გახსნილი გაქვთ skype და პარალელურად სხვა 'იუზერითაც' გინდათ მეორეჯერ skype-ს გახსნა, დააჭირეთ Start> RUN და ჩაწერეთ:
"%programfiles%\Skype\Phone\Skype.exe" /secondary & exit (ანდა ეს ფაილი ავტომატურად იზამს -
skypelauncher.bat )
31)თუ სკანერიდან სურათის მიღება გინდათ, გამოგადგებათ ეს პროგრამა
ScanToPDF
27) ვისაც უნდა რომ რომელიმე გრძელი მისამართი("ლინკი"), მაგალითად: http://site.com/asfhasifefi/efihweifgweigweg/fweifwef.htmklawef გადაიყვანოს ადვილად დასამახსოვრებელ ლინკად (მაგალითად: is.gd
/rame_advilad_dasamaxsovrebeli__sityva), გამოიყენეთ URL SHORTEN სერვისები, მაგალითად:
19.si;
bo.tc;
is.gd;
26) ვისაც უნდა რომ ინტერნეტში სასურველ ადამიანებთან მიწერ-მოწერისათვის (facebook-ის გარდა) ჰქონდეს პირადი Guestbook, შეუძლია გამოიყენოს
ეს საიტები.
-
1); ან
2);
-
Google Drive - შექმენით New document, და გაუგზავნეთ სხვა ადამიანს (Allow recipient to VIEW+EDIT document). ამ გზით მუდმივად განახლებადი გვერდი გექნებათ, სადაც შეგეძლებათ შესწორებების შეტანაც..
30) ვინც youtube-ს იყენებს, ნაგავი/უხამსი ვიდეოების თავიდან მოსაშორებლად შეგიძლიათ საიტის ქვემოთ ჩართოთ "safety mode" -ON.
29)
ვინც guru.com (ან freelancer.com , elance.com, witmart.com, peopleperhour.com ..) საიტზე მუშაობს, გამოადგება ალბათ
ეს ინსტრუქცია.
26) თუ გინდათ, რომ რომელიმე კონკრეტული ტიპის ფაილები იხსნებოდეს რომელიმე კონკრეტული პროგრამით, მაშინ ერთ-ერთ მასეთ ფაილზე დააწკაპუნეთ მაუსის მარჯვენა > Properties > Change და აირჩიეთ სასურველი პროგრამა. აწი ეგეთი ფაილი გაიხსნება ხოლმე მაგ პროგრამაში.
25)
რა არის "archive"(დაარქივება)? მაგალითად, როცა რამოდენიმე ფაილი გაქვთ და გინდათ გააგზავნოთ სადმე, ცალ-ცალკე გაგზავნა არის მოუხერხებელი. ამიტომაც პროგრამა 7zip [ან Winrar] ერთ ფაილში ანთავსებს ყველაფერს. ამისათვის მონიშნეთ ფოლდერი (ან ბევრი ფაილი ერთად), და დააჭირეთ მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკს და "7zip > Add To Archive > Ok". (ოღონდ არჩევისას ჯობია .zip ტიპის ფაილად გააკეთოთ ხოლმე; და არა .rar ან .7z)
24) როცა Notepad-ში წესიერად არ მახსოვრდება ქართული ფონტით აკრეფილი, მაშინ ნახეთ
notepad++ .
21) დაბალი მონაცემების კომპიუტერზე დააყენეთ უფრო ძველი ვერსიების პროგრამები. ისე კი გირჩევთ, mymarket ან სადმე შეიძინოთ ნორმალური "case" (100 ლარის ფარგლებში) და ნორმალური მონაცემები ექნება თქვენს კომპიუტერს და არ გაგაწვალებთ.
18) ინტერნეტის (Browser-ების) საჭირო .
20)
რა არის shortcut?.
-----ნებისმიერი ფოლდერის(ან ფაილის) კოპირებისას, კოპირებული ფაილი არის ზუსტად იგივენაირი, რაც დედანი (იგი უკვე წარმოადგენს დამოუკიდებელ ფაილს). ანუ თუ წაშლით ან ჩაასწორებთ კოპირებულ ფაილს, ეს ცვლილება არ ეხება დედანს.
ხოლო იარლიყი(ე.წ. shortcut) არ წარმოადგენს ფაილის კოპიოს, არამედ იგი არის მხოლოდ სწრაფი მიმართვის საშუალება.(იარლიყის გასაკათებლად, როცა რამეს აკოპირებთ, "Paste"-ს მაგივრად აირჩიეთ "Paste Shortcut".)
მაგალითად, D: დისკზე, რომელიღაც ფოლდერში გაქვთ რაღაც სხვა ფოლდერი, და ხშირად გიწევთ გახსნა. იმისათვის რომ გახსნათ ხოლმე ეს ფოლდერი, როგორც წესი, თქვენ ჯერ ხსნით My Computer, მერე D: დისკს, მერე შესაბამის ფოლდერში შედიხართ.
არადა შეგიძლიათ დესკტოპზე პირდაპირ გააკეთოთ მაგ ფოლდერის(ან ფაილის) იარლიყი, რომლის გახსნის შემდეგაც პირდაპირ მაგ ფოლდერში მოხვდებით. ასევე, თუ სადმე პროგრამა არის დაინსტალირებული, desktop-ზე მისი shortcut გააკეთოთ ჯობია, და არა ჩვეულებრივი კოპირება. (რადგან პროგრამის კოპირებული "ერთი ფაილი" ცალკე ვერ ჩაირთვება, რადგანაც, როგორც წესი, პროგრამას თავის ფოლდერში სხვა საჭირო ფაილებიც უნდა მოყვებოდეს).
p.s. საერთოდ ჯობია, ყველა ფოლდერი და ფაილი D დისკზე გადაიტანოთ, და მაგ ფოლდერების shortcut-ები შექმნათ დესკტოპზე. გაითვალისწინეთ, როცა ფოლდერის "shortcut"-ში სხვა ფაილს "ჩააგდებთ" ხოლმე, იმ ფაილის დედანი შეგიძლიათ წაშალოთ წაშალეთ(ანუ ასეთ მოხდება COPY-რება, და არა CUT).
19) როცა კომპიუტერს ხშირად რთავთ ხოლმე,
გამოიყენეთ სწრაფი ჩართვა-გამორთვის "მენიუ".
- Standby: გამოიყენება, როცა კომპიუტერში გაშვებულია პროგრამები, და გამორთვისას ყველაფერი როგორც არის, ისე ინახება და ჩართვის შემდეგ დაუბრუნდებით არსებულ მდგომარეობას. ოღონდ ასეთ დროს კომპიუტერის გარკვეული ნაწილი მთლად გამორთული არ არის და ჩართვასაც 1 წამი უნდა. ძირითადად გამოსადეგია, როცა გარკვეული ხნით დგებით კომპიუტერიდან. [1)დააჭირეთ კლავიატურაზე WINDOWS KEY, მერე U, მერე S; 2)ანდა გახსენით ხოლმე ეს პატარა ფაილი -
STANDBY.BAT)
- Hibernate: ესეც იგივენაირი მდგომარეობაა, ოღონდ კომპიუტერი გათიშულია(როგორც ჩვეულებრივი გამორთვით), და ჩართვად 10 წამამდე უნდა. (დააჭირეთ კლავიატურაზე WINDOWS KEY, მერე U, მერე H)
- ShutDown: სრული გამორთვა. ყოველი ახლიდან ჩართვისას კომპიუტერში ახლიდან იშვება სისტემა. (გამოსადეგია, როცა რამე ჭედავს ან გინდათ სისტემა ახლიდან ჩაირთოს, გამოიყენეთ ჩვეულებრივი გათიშვა).
p.s. ეს ღილაკები გამოჩნდება როცა დააჭერთ Start>ShutDown-ის გვერდითა "პტიჩკას", ანდა შეიძლება კლავიატურაზეც კი იყოს ეგ ღილაკები.
17) გადმოწერის გარეშე შესაძლებელია ინტერნეტში მრავალი online პროგრამის გამოყენება, ამიტომ მიუწერეთ ზოგიერთ "სერვისს" სიტყვა online და შეიძლება იყოს ასეთი რამე. (მაგალითად
Word,Excel,PDF online viewer & Converter1 an
2 ,
file convert ან
online skype, yahoo)
16)
-თუ არეული გაქვთ ფაილების(პროგრამების) ჩვეულებრივი გახსნა -
გადმოწერეთ ეს, (ხოლო, ფოლდერის ნორმალურად გახსნისათვის -
გადმოწერეთ ეს).
-თუ დაბლოკილია "Task Manager" -
გადმოწერეთ ეს.
-თუ ფოლდერში ფაილების განლაგება("View") არეულია ყოველ შესვლაზე (ანდა Taskbar-დან Quick Launch ქრება თავისით) -
ნახვა When Folder View Settings are not saved (also,if Quick Launch Dissapear after shutdown):
A) In any folder, click "Tools" (in the Menu bar)> click "Folder Options", click "View" tab, in "Advanced Settings" list, find and check mark "Remember each folder view settings" (also, ensure that "Do not cache Thumbnails" is not checked). Then,set the view of any folder as you want, then go to the "View" tab in "Folder Options", and click the "Apply to all folders" button.
B) If the above wont solve your problem, then use this: click "Start > Run" and enter these 2 commands (one by one):
REG ADD "HKEY_Current_User\\software\\microsoft\\windows\\currentversion\\policies\\explorer" /v "NoSaveSettings" /t REG_SZ /d "0" /f
REG ADD "HKEY_Local_Machine\\software\\microsoft\\windows\\currentversion\\policies\\explorer" /v "NoSaveSettings" /t REG_SZ /d "0" /f
Then restart the computer. after windows logon, ensure that the Quick Launch Toolbar is ticked via right click on taskbar > toolbar>tick quick launch.Restart the computer a second time!!! FINISHED!!
-
იშვიათად,თუ კომპიუტერიდან მნიშვნელოვანი რამ აირია და ვერ ბრუნდება, არსებობს SYSTEM RESTORE (თუმცა უვარგისი რამ არის..)
14) თუ "ვინდოუსის" იუზერის პაროლი დაგავიწყდათ, გამოიყენეთ SAFE MODE (ან ეს პროგრამა გამოგადგებათ რომ მოეხსნას პაროლი -
CD-login.password.reset)
12) IP-ის შეცვლა.
11) პრინტერის მოხმარებისა და ამობეჭდვების შესახებ იხილეთ რჩევები
office-ს გვერდზე.
10) როცა რამე 'ფოლდერში' ან დისკზე: როცა იცით რომ წესით რაღაც ფაილები უნდა იყოს, მაგრამ არ ჩანან, გახსენით Winrar-ი და იქიდან მისამართის მეშვეობით შედით აღნიშნულ 'ფოლდერში' და winrar-ში გამოჩნდება ყველა დაფარული ფაილი.
9) იშვიათად როცა რამე დისკი,ფლეშკა ან რამე არ იხსნება და ჭედავს,
შეიძლება მასში შეხვიდეთ CMD-თი.
მაგალითად თუ ვერ ხსნით E: დისკს, აკრეფთ CMD-ში:
dir "E:"
ნახავთ ფაილების და ფოლდერების ჩამონათვალს. შემდეგ თუ გინდათ რომ, მაგალითად ფაილი srsr.txt "გადმოაკოპიროთ" , აკრეფთ ასე:
copy "e:srsr.txt" "c:"
და ეს ფაილი გადმოკოპირებული იქნება C დისკზე (ეგრევე ნახავთ შესვლისას)
7)
კლავიატურის კომბინაციები: CTRL+F - სიტყვების ძებნა (ან CRTL+H) ; ზუსტი ძებნისას სიტყვას დამატებითი სიცარიელეც (space) არ უნდა ახლდეს.
F3 - ეს არის ბოლო Ctrl+F ძებნისას გამოყენებული სიტყვის ხელახალი მოძებნა.
Ctrl - ფაილების ან სხვა ობიექტების სათითაოდ ამორჩევის დროს დააჭირეთ Ctrl და სათითაოდ იმ ფაილებს, რომელთა შერჩევაც გინდა
Ctrl+S - დამახსოვრება (დოკუმენტის ან სხვა რამის)
Ctrl+N - ახალი ფანჯარის(ფაილის) შექმნა მიმდინარე პროგრამაში
Ctrl+R - გვერდის განახლება (Refresh) [იგივე F5]
Ctrl+A - ყველაფრის მონიშვნა
Ctrl+C - კოპირება
Ctrl+X - ტექსტის ამოჭრა
Ctrl+V - დაკოპირებულის(ამოჭრილის) ჩასმა
Ctrl+Z - ბოლო მოქმედების უკან დაბრუნება (UNDO)
Ctrl+Y - ბოლო მოქმედების (უკან დაბრუნებულის) წინვე დაბრუნება (REDO)
Tab - ერთი გრაფიდან(ხაზიდან) მეორე ხაზზე გადასვლა
Alt+Tab - ერთი აქტიური ფანჯრიდან მეორეზე გადასვლა
Alt+F4 - გახსნილი ფანჯრის(პროგრამის) გათიშვა
"მაუსის შუა რგოლი" - „ლინკზე“ დაჭერისას საიტი იხსნება ახალ ფანჯარაში.
_____________________________________________
← → - ისრებით ხდება გადასვლა ობიექტბზე
WinKey+D - ყველა გახსნილი ფანჯრის ჩაკეცვა(Desktop-ის გამოჩენა)
Shift+Delete - მონიშნული ფაილის სამუდამო წაშლა (სანაგვე ყუთში მოხვედრის გარეშე)
_____________________________________________
AlT - პროგრამის მენიუს ხაზის გააქტიურება
Shift+F10 - ფაილის მენიუს გამოჩენა (იგივეა,რაც მონიშნულ ფაილზე მარჯვენა მაუსის დაჭერა).
როცა ტექსტის კრეფისას ასოები "ყლაპავენ" მარჯვნივ დაწერილ ასოებს, მაშინ დააჭირეთ Insert.
_____________________________________________
ვინდოუს 10-ზე:
WindowsKey+TAB - ვირტუალური დაფის შემქნა/გადართვა
5) თუ კომპიუტერზე 2 ცალ-ცალკე Opera (Browser) გინდათ, შედით "program Files"-ში, გადააკოპირეთ "Opera" ფოლდერი იქვე, შედით მაგ ფოლდეში, გააკეთეთ "opera-ს Shortcut",გადაიტანეთ Desktop-ze და შეიუცვალეთ Icon (property>change icon).
3) იმისათვის, რომ "იცოცხოს" კომპიუტერმა, ანუ კარგად იმუშაოს და არ დაიწყოს გადახურებები,გაჭედვები და ა.შ. დაახლოებით წელიწადში ერთხელ კომპიუტერს გვერდითა კედელი მოხსენით და გაწმინდეთ "ქულერი" -
იხ.სურათი
2) სტატია -
კომპიუტერის მოხმარების წესები და ჯანმრთელობა.